შეთანხმება საქართველოსთვის იდეალურია - ასე პასუხობს პრემიერი კობახიძე BMG-ის კითხვას იმ დეტალების დაზუსტებაზე, რა დათმო და რა მიიღო საქართველომ აზერბაიჯანთან გაფორმებული ახალი შეთანხმებებით? ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეტალები კომერციული საიდუმლოა, თუმცა ახალი 20 წლიანი შეთანხმებით, ქვეყანა შეძლებს გაზის არსებული ტარიფები შეინარჩუნოს. კომერციული საიდუმლოების მიზეზით მთავრობა არც ელექტროენერგიის იმპორტ/ ტრანზიტის და არც ბაქო-სუფსის მილსადენის შეთანხმებების დეტალებზე არ საუბრობს. რა არის ცნობილი ახალ კონტრაქტებზე და როგორია ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლების შეფასებები?


































