მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეცდომა იყო“ – ედვარდ ჩოუ ანაკლიის პროექტსა და ჩინურ ინვესტიციებზე

ანაკლიის პორტი

“მე მიმაჩნია, რომ [ანაკლიის პროექტის] პირველ ეტაპზეც, ჩინური ინვესტიციების სათანადოდ არ განხილვა იყო შეცდომა“ – ამის შესახებ ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტმა ედვრად ჩოუმ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში განაცხადა.

გადაცემის ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვაზე – უნდა განიხილოს თუ არა საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტში ყაზახური და ჩინური ინვესტიციები მაშინ, როცა ამერიკა საქართველოს აფრთხილებდა, თავი შეეკავებინა რუსული და ჩინური ინვესტიციებისგან – ედვარდ ჩოუ ამბობს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები პორტის იდეის გაჩენის პირველივე დღიდან არ უჭერდნენ მხარს ამ პროექტში ჩინურ ინვესტიციებს, თუმცა, მისი აზრით, ეს შეცდომა იყო.

„მესმის, საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა – ამბობს ედვარდ ჩოუ „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში – თუმცა, მეორე მხრივ, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ჩინეთის გარეშე ეს პროექტი ეკონომიკურად მიმზიდველი აღმოჩნდეს. მსხვილი ინფრასტრუქტურა მხოლოდ მაშინ აშენდება, თუ ცხადად ჩანს ამ ინფრასტრუქტურის სტაბილური მომხმარებელი. და სტაბილურობაში მხოლოდ დაპირებას არ ვგულისხმობ, ფინანსურ მხარდაჭერასაც – რომ ისინი გამოიყენებენ ამ ინფრასტრუქტურას ტრანზიტისთვის, ტვირთების კონკრეტული მოცულობებით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, ბანკები პროექტს არ დააფინანსებენ“.

ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტს მიაჩნია, რომ ამ ლოგიკით ყაზახეთიც კარგი ინვესტორი იქნება. მისივე ანალიზით, ანაკლიის პროექტით შესაძლოა შუა აღმოსავლეთის ინვესტორებიც დაინტერესდნენ.„მაგრამ თუ განტოლებიდან ყველაზე მსხვილ შესაძლო მომხმარებელს ამოაგდებთ, პროექტი როგორ უნდა განხორციელდეს? ამოცანა ბევრად გართულდება, თუ შეუძლებელი არ გახდება“ – ამბობს ედვარდ ჩოუ და ხაზს უსვამს, რომ პროექტი სწორად უნდა განხორციელდეს, დასავლური სტანდარტების დაცვით და ჩინეთიც დასავლეთისთვის სწორ პარტნიორად უნდა ჩამოყალიბდეს: „ეს უნდა იყოს მთავარი მოთხოვნა და ამ მიზნისკენ სვლა უფრო სწორი გზაა, ვიდრე ჩინური ინვესტიციების თავიდანვე საერთოდ უგულებელყოფა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები