ლიბერთი მომხმარებლებს არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ახალი კამპანიის ფარგლებში, კონკურენტულ პირობებს სთავაზობს.
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აიღებს ახალ სესხს ან გადმოიტანს სხვა ბანკიდან, ისარგებლებს შემდეგი პირობებით: ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 9,9%-დან, ეფექტური 15,8%-დან, თანხა გაიცემა 4 წლამდე ვადით, მაქსიმალური 80 000 ლარიანი ლიმიტით უზრუნველყოფის გარეშე.
სამომხმარებლო სესხის მისაღებად, ბანკში შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცესი ხელმისაწვდომია როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის. სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას, მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე შეძლებენ.
„ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები ბაზარზე კონკურენტუნარიანია. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ისეთი შეთავაზებების დაგეგმვა, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული. იმედი გვაქვს, ‘შეცვალე შენი ზაფხული’ კამპანიის ფარგლებში ბევრ ადამიანს დავეხმარებით საზაფხულო გეგმებისა და მიზნების განხორციელებაში“ - დავით სულუაშვილი, ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს.
ლიბერთის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.