მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეუძლებელია იმის გარკვევა, ნებისმიერ დღეს რამ გამოიწვია კურსის გაუფასურება"

5bceebc7a5398
სალომე მეცხვარიშვილი
23.10.18 13:34
695
ჩვენ არ ვმართავთ გაცვლით კურსს, ჩვენ ვაკონტროლებთ ინფლაციას,- ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის ფუნქციაა არ დაუშვას ინფლაციის ზრდა და ბოლო მონაცემებით ამას ახერხებს კიდეც.

„საქართველოში გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლისთვისაც მოკლევადიან პერიოდში დამახასიათებელია რყევები. შეუძლებელია იმის გარკვევა თუ ნებისმიერ დღეს რამ გამოიწვია კურსის გაუფასურება ან გამყარება. ეს არის ყველაზე კარგი და ოპტიმალური გაცვლითი რეჟიმი პატარა ზომის ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს გახსნილი ეკონომიკა. ეს არაერთხელ აღინიშნა როგორც სარეიტინგო კომპანიების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომ მცურავი გაცვლითი კურსი არის საუკეთესო საშუალება რათა ნებისმიერი შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს, ეკონომიკამ შეიწოვოს.

ეროვნულ ბანკს არ გააჩნია გაცვლითი კურსის რაიმე ნიშნული და მაჩვენებელი. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ინფლაცია და ეს არის მნიშვნელოვანი. ინფლაცია საქართველოში დღეს არის დაბალი და მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვევით არის, წლიური ინფლაცია ბოლო მონაცემით 2,7%-ზეა“,- აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები