ახალგაზრდა შრომისუნარიანი მოქალაქეების ნაწილი ეკონომიკურად პასიური რჩება და რამდენიმე წლის განმავლობაში სამსახურს არც კი ეძებს. ამის მიზეზი შესაძლოა უცანურად ჟღერდეს, თუმცა საჯარო ბაღებისა და სამსახურების გრაფიკის შეუთავსებლობაა. მშობლებს, რომლებსაც ოჯახში დამხმარე არ ჰყავთ და არც იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ შვილები კერძო ბაღში ატარონ, მუშაობაზე უარის თქმა უწევთ. რა პრობლემებს აწყდებიან მშობლები ამ მიმართულებით?