გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 20-25 ათას ტონაა.
როგორც გიორგი ხანიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, აზიური ფაროსანას პრობლემა დაძლეულია.
“ფაროსანას პრობლემა, ფაქტობრივად, დაძლეულია. მოსახლეობასთან ერთად ჩვენ შევძელით, რომ ფაროსანა გაგვეკონტროლებინა. მოსახლეობამ დაიჯერა, რომ პრობლემა არა - ფაროსანა, არამედ აგრო ღონისძიებების ჩატარება და მოვლაა.
15 000-მდე ფერმერი გაერთიანებულია ასოციაციის ეგიდის ქვეშ. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელს მათ ექნებათ უმაღლესი ხარისხის თხილი და მას შეიძენს „ფერერო“ მაღალი ფასით.
ვფიქრობ, ჩვენ დავუბრუნდებით 20-25 ათას ტონიან ნიშნულს თუ მეტს არა და ეს იქნება ძალიან კარგი მაჩენებელი.
აგროღონისძიებებმა უზურნველყვეს თხილის მაღალი ხარისხი, თუმცა ეს ბევრად ნაკლებია, თხილის ექსპორტში უნდა დავიბრუნოთ მსოფლიო წამყვანი პოზიციები“, - განაცხადა ხანიშვილმა.

























