მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შევეცადეთ, WizzAir-ის დაზარალებული ყველა მგზავრის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა"

5b3f3b9bc3fc2
მარიამ ადამია
06.07.18 13:50
801
"არსებობს კონკრეტული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მოქმედებს ავიაკომპანია wizz air და რომლის ფარგლებშც, მას არ ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, არცერთ ქვეყანაში“, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით მათი წარმომადგენელი ოპერირების კუთხით, საქართველოში არის აეროპორტი, შესაბამისად, ნებისმიერი სახის მიწისზედა მომსახურებას ავიაკომპანიას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უწევს.

ალექსიძე ამბობს, რომ ყველა მგზავრი, რომელიც დაზარალდა wizz air-ის რეისზე, ამ დროისთვის უკვე დაკმაყოფილებულია.

„როდესაც საჭირო ხდება, ავიაკომპანია wizz air-ის მგზავრებს ჩვენ, ანუ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს კვებით, რეისის გადაცვლით, ტრანსპორტირებითა და სასტუმრო მომსახურებით. თუმცა რაც მოხდა ბარსელონას რეისზე, ეს შემთხვევა გამონაკლისია, რადგან, რეისი გაუქმდა, ხოლო დანარჩენი რეისები გაგრძელდა განრიგის მიხედვით, ვერ მოხდა მათი მყისიერი დაკმაყოფილება, რამაც გარკვეული აჟიოტაჟიც გამოიწვია მოსახლეობაში. რეალურად კი, ამ მგზავრებთან მოხდა ინდივიდუალური მუშაობა და შევეცადეთ ყველა დაზარალებული მგზავრის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა“ - განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ დორტმუნდის რეისის დაგვიანების მიზეზი, ის არასწორი ინფორმაცია იყო, რასაც ბორტზე ხომალდის მეთაურებს, თვითმფრინავის კომპიუტერები აწვდიდნენ, ამიტომაც მათ შეწყვიტეს აფრენა, რამაც გამოიწვია მყისიერი დამუხრუჭება. ანუ ეს არი იყო ავარიული დაშვება, რადგან თვითმფრინავი საერთოდ არც აფრენილა ჰაერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები