მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შევეცდებთ საფინანსო სექტორის შემოთავაზებული ცვლილებები გავითვალისწინოთ"

5bd05032453c6
BM.GE
24.10.18 14:56
775
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საბანკო სფეროს წარმომადგენლებსა და მიკრო-საფინონსო ორგანიზაციებს მოუწოდებს მაქსიმალურად გამოიყენონ დარჩენილი დღეები და ახალი რეგულაციების დაზუსტებაში მონაწილეობა მიიღონ.

,,დოკუმენტზე მუშაობა ისევ მიმდინარეობს, რამდენიმე დღეა დარჩენილი და შესაძლებელია, რომ ცალკეული საკითხები დავაზუსტოთ. ჩვენ ღია ვართ და ის ცვლილებები რაც მათი მხრიდან იქნება შემოთავაზებული, შევეცდებით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ“-განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უცვლელი იქნება დოკუმენტის მთავარი პრინციპი: სესხის აღებამ ფიზიკური პირის მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს და ადამიანმა ამ სესხის მომსახურება უნდა შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების ნაწილში ახალი რეგულაციები 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს. რეგულაციები შემოსავლების დასაბუთების გარეშე, სესხების გაცემას ზღუდავს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები