მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევეცადეთ და მგონი გამქრალია მითი, რომ სიძვირის გამო, ჩოგბურთზე ბავშვის მიყვანა რთულია - ფედერაცია

ჩოგბურთი

შევეცადეთ და მგონი გამქრალია მითი იმის შესახებ, რომ ჩოგბურთზე სიძვირის გამო ბავშვის მიყვანა რთულია, - ამის შესახებ ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკა მეტრეველმა პარლამენტში, სპორტის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რამდენიმე წლის წინ არსებობდა მითი, რომ ჩოგბურთი არის იმდენად ძვირი, რომ იქ ბავშვის მიყვანა ძალიან რთულია. ეს ჯდება ძალიან დიდი თანხები და ა.შ. ჩვენ შევეცადეთ და მე მგონი, ეს მითი დღეს გამქრალია. მაქსიმალური ფასი დედაქალაქში არის დაახლოებით 300 ლარი თვეში, რომ ბავშვმა ივარჯიშოს სამჯერ კვირაში. ეს არის მაქსიმალური ფასი, ხოლო რეგიონებში ნაკლებია. მაგრამ აქ არის ერთი საკითხი, როცა იბადება კითხვა, თუ რატომ არის ჩოგბურთი ძვირი, მინდა ვუპასუხო და ალბათ ყველა ფედერაცია დამეთანხმება, რომ ძალიან გვიჭირს კომუნალურების გადახდა. წარმოუდგენელ თანხებზეა საუბარი.

არ შეიძლება, რომ რომელიღაცა მსხვილმა კომპანიამ იხადოს ისეთივე ტარიფი, დენზე და გაზზე, როგორც კომერციულმა ობიექტმა, როცა სპორტული ობიექტია. ძალიან გვიჭირს, თუ შევძლებთ თქვენი დახმარებით რაღაცა გამოსავლის მოძებნას, ეს მოგვცემს საშუალებას, მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ჩოგბურთი. ეს არის ჩვენი თხოვნა სპორტის კომიტეტთან, თუ შესაძლებელი იქნება ამ საკითხის განხილვა“, - განაცხადა აკა მეტრეველმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები