მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევიძინეთ ალმათის აეროპორტი, რომლის ათვისებაშიც ქართველმა კოლეგებმა დიდი წვლილი შეიტანეს - TAV Airports

6499869234a53
მარიამ ვარადაშვილი
26.06.23 18:07
104
TAV Airports Holding-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი BMG-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანიის სამომავლო გეგმებში ცენტრალური აზიის რეგიონში გაფართოებაა. მისივე თქმით, ორი წლის წინ კომპანია ყაზახეთის ბაზარზე შევიდა და ალმათის აეროპორტის მართვა დაიწყო.

"საქართველო პირველი იყო, სადაც 2005 წელს შევედით და ნამილად “ნოუ ჰაუ” შევქმენით. შემდეგი იყო ლატვიაში რიგის აეროპორტი და ჩვენს პორტფელში გაჩნდა საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყანა, რომელიც ახლა ევროკავშირშია. ორი წლის წინ დავიწყეთ ოპერირება ყაზახეთში, შევიძინეთ ალმათის აეროპორტი და აქტიურად ვმუშაობთ მის განვითარებაზე, რაშიც გვეხმარება ის "ნოუ ჰაუ", რაც საქართველოში დავნერგეთ. ქართველმა კოლეგებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ალმათის აეროპორტის ათვისების პროცესში და ბევრი მათგანი ყაზახეთში დღესაც განაგრძობს მუშაობას. ბიზნესის გაფართოების მთავარი მიმართულება ცენტრალური აზიაა, რადგან დღეისთვის აღმოსავლეთი ეკონომიკურად ყველა სწრაფად ვითარდება. სწორედ ამიტომ ფოკუსირებას ცენტრალური აზიის მიმართულებაზე ვახდენთ.

ჩვენ ვართ ჯგუფი, რომელიც მხოლოდ სააეროპორტო ბიზნესში დებს ინვესტიციებს და სხვა საქმიანობას უბრალოდ არ ვეწევით. ამ ეტაპზე სამ დიდ პროექტში ვახდენთ ინვესტირებას. კერძოდ, ანტალიის აეროპორტში 700 მილიონი ევროს, ანკარის აეროპორტში - 200 მილიონი ევროს, ხოლო ალმათის აეროპორტში - 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას. სამივე ეს პროექტი მომავალ წელს გაეშვება. ცხადია, ასევე გავაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოში აეროპორტების განვითარებისთვის", - ამბობს სერქან კაპტანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები