მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შევიკრიბოთ და მივადგეთ ივანიშვილს" - მურთაზ ზოდელავა

შტაბი

4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა მურთაზ ზოდელავამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" შტაბის მიმართულებით წასვლისკენ მოუწოდა.

გორგასლის ქუჩაზე, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ზეიმობენ, მოქალაქეებს შეკრებისკენ მურთაზ ზოდელავამ მოუწოდა.

"იმ დროს, როცა მთელი ერი ქუჩაში დგას და ყველანაირად უპირისპირდება ივანიშვილის ბანდას, პარალელურად თურმე "ქართული ოცნების" შტაბში რაღაც ზეიმი აქვთ, პროცენტები ავიღეთო. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, ყველანი ვიყოთ თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და, კიდევ ერთხელ მოგიხმობთ, ახლა უკვე ახალი მიმართულებით, ლესელიძის მიმართულებით. ჩავაკითხოთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც კალაძეს ულოცავს რაღაც გამარჯვებას. შევიკრიბოთ და მივადგეთ ივანიშვილს", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მანამდე აქციის მონაწილეების ნაწილმა პრეზიდენტის სასახლის ეზოში შესვლა მოახერხა. მოქალაქეებმა ათონელის სასახლის რკინის ჯებირები გაარღვიეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა.

განახლება: 21:45 საათზე მურთაზ ზოდელავამ ტვ "პირველთან" განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პარტიის მიმართულებით აღარ მიდიან და მისი განცხადება ტაქტიკური სვლა იყო. აქციის ორგანიზატორები თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები