მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შევქმენით იდეალური ციფრული სივრცე და უარი ვთქვით ოფისში ფურცლის გამოყენებაზე" - საადვოკატო ბიურო OK & CG

ok cg

იურიდიულმა კომპანიამ OK & CG ახალი, ციფრული პლატფომა დანერგა - პორტალი, რომელიც ციფრულად ინახავს და ერთ სივრცეში უყრის საადვოკატო ბიუროს მომხმარებელთა საქმეებს, საჭირო ინფორმაციასა და მონაცემებს - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში ოთარ კაჭკაჭაშვილმა, OK & CG-ის დამფუძნებელმა ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, ახალი ციფრული პლატფორმის საჭიროება მას შემდეგ გაჩდა, რაც კომპანიაში ასეულობით მომხმარებელი დაგროვდა. სანაცვლოდ, იურიდიულმა კომპანიამ თითქმის სრულად თქვა უარი ოფისში ფურცლის გამოყენებაზე და პროცესები სრულად გააციფრულა.

"მომართვიანობა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს კომპანიაში არის ძალიან მაღალი. ასობით კლიენტთან გვიწევს მომსახურება, ასობით კლიენტთან დაკავშირებულია მათი ოჯახის წევრები და სხვა უამრავი ადამიანი. შეუძლებელი იყო ხარისხიანი კომუნიკაცია გვქონოდა მათთან, თუ არ გვექნებოდა რაიმე ელექტრონული საშუალება, რითაც სწრაფად და მარტივად მივაწვდით ყველა ინფორმაციას. შესაბამისად, ეს პორტალი დაიწერა არა რაიმე მაგალითზე, არამედ ჩვენს ყოფა-ცხოვრებაზე და გუნდის თითეული წევრის საჭიროებაზე დაყრდნობით.

გამოგვივიდა იდეალური სივრცე, რომელმაც ჩვენი ოპერაციები აბსოლუტურად შეცვალა, ფაქტობრივად უარი ვთქვით ფურცელზე, ჩვენ ქაღალდს აღარ ვიყენებთ ოფისში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როცა დედანი დოკუმენტები მოაქვთ და ისიც სკანირებას გადის და კლიენტებს უბრუნდებათ", - განმარტავს ოთარ კაჭკაჭიშვილი.

ახალი პორტალი კომპანიაში დასაქმებულ იურისტებს ნებისმიერ საქმეზე წვდომას უადვილებთ, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი უკვე სასამართლო პროცესზე იმყოფებიან.

"ჩვენს პლატფორმაში ჩაშენებულია ჩვენი ყველა მომხმარებლის მონაცემები, რაც გვიადვილებს მათთან კომუნიკაციას, WhatsApp-ი იქნება, იმეილი თუ ა.შ. ეს ყველა პლატფორმა, რასაც იყენებსენ დღეს მომხმარებელი ხშირად, ჩაშენებული გვაქვს და ამ ფორმით ვახდენთ სწრაფ კომუნიკაციას.

რაც მთავარია, ამისათვის არ არის საჭირო, ვიყოთ ყველანი ოფისში, არამედ ჩვენს ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მთელი ინფორმაციული ბაზით ისარგებლოს ნებისმიერი სივრციდან და ყველაზე მთავარი, ხშირად სასამართლო პროცესზე გვჭირდებოდა, როცა ჩვენი ადვოკატები იცავდნენ ამა თუ იმ პირს, ანალოგიური საქმის ნახვის საჭიროება. ჩვენს ადვოკატებს უკვე საშუალება აქვთ იქვე, სასამართლო დარბაზშიც, შუა პროცესის მიმდინარეობსაც მოძებნონ უკვე ჩვენს ბაზაში არსებული სხვა პრაქტიკები, რომელიც ანალოგიური საქმეს შეიძლება ეხებოდეს და სასამართლოს ეს მტკიცებულების სახით გაუზიარონ", - განმარტა OK & CG-ის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები