“შევქმნით მობილურ აპლიკაციას, რომლითაც მოქალაქეები საგზაო დარღვევებზე გვაცნობებენ”-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის ანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტი პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად შსს მობილური აპლიკაციის შექმნას გეგმავს. მისი თქმით, ამ აპლიკაციით ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება დააფიქსიროს და მიაწოდოს პოლიციას იფორმაცია მის მიერ გზებზე გამოვლენილ დარღვევებზე.
შეგახსენებთ, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ძალოვანი სტრუქტურების მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

























