მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შევქმნით სერიოზულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ რასაც ჩვენ დავგეგმავთ შესრულდეს"

5b46f649d1159
BM.GE
12.07.18 10:32
607
„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არის ერთადერთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ქობულია მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარუდგინა.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლისა და რეგიონების განვითარებას.

„ჩვენ ვიცით, რომ რაიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით უფრო მაღალია, ამიტომ ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, ასევე სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

ქობულიას თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას, რისთვისაც ასევე იგეგმება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.

„რა თქმა უნდა, პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიებთან და ინდუსტრიალიზაციასთან, მოითხოვს სერიოზულ ინვესტირებას განათლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში. ყველა ამ გეგმასთან ერთად ასევე აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ეს ნიშნავს, რომ შევქმნით ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ რასაც ჩვენ დავგეგმავთ, იყოს შესრულებული“ – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები