ფინელი დეპუტატის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას თქმით, უკვე შესთავაზა საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმისაწვდომობა, რათა კონსტრუქციულად ითანამშრომლონ პარლამენტში იმ რეკომენდაციების განსახილველად, რომელიც მალე, ოდირის საბოლოო ანგარიშში იქნება ხელმისაწვდომი.
Euroviews-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ის მიუთითებს, რომ ეს არის პრაქტიკული სამშენებლო ბლოკები დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის.
პია კაუმამ ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოზე.
"მე ახლახან ვხელმძღვანელობდი ორ სადამკვირვებლო მისიას შეერთებულ შტატებში და საქართველოში, სადაც ვიმუშავეთ სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ბოლო არჩევნების შესახებ ავტორიტეტული განცხადებების გასაცემად.
საქართველოში დავინახე მკვეთრი პოლარიზაცია პარტიებს შორის, მაგრამ ასევე არჩევნები, რომელმაც ამომრჩევლებს შესთავაზა ვარიანტების ფართო არჩევანი, სადაც კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია.
500-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 42 ქვეყნიდან, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ მისიაში, დაეხმარა ქართველ ხალხს იმის გაგებაში, თუ როგორ მოვიდა მათი ახალი მთავრობა ხელისუფლებაში და წარუდგინეს მიმართულებები საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების შესახებ, რომლებიც მომავალში უნდა აღმოიფხვრას",- აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.