მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევხედოთ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ზღვის სეზონის გააქტიურებასთან ერთად – ზახაშვილი

5eb197d013dfa
თამთა ჯიჯავაძე
05.05.20 20:41
1375
მგონია, რომ ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა, გარკვეულ წესებს მიმართავდნენ და ეს იყო ისევ და ისევ ფიზიკური დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა და სიმჭიდროვე იყო კონტროლირებული.

„შევხედოთ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ზღვის სეზონის უფრო გააქტიურებასთან ერთად. როდესაც რეალურად მოვა ასეთი სიცხეები, როდესაც პლაჟზე და ზღვისპირას უფრო მეტ ადამიანს მოუნდება. რა თქმა უნდა, რეკომენდაციები იმ სეზონთან მიახლოვებისას უფრო ზუსტი იქნება, მაგრამ ალბათ ფიზიკური დისტანცირების დაცვით არც ზღვის პირას გასეირნება იქნება ურიგო.

პროგნოზირება მაინც უნდა ჩავთვალოთ, რომ არაკეთილშობილური საქმეა. ალბათ დაგვეთანხმება ყველა ვინც პროგნოზს აკეთებს, მომავალი პერიოდისთვის, ეს შეეხება ეპიდემიოლოგიურ თუ სხვა ტიპის პროგნოზებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად მივდევთ და მივყვებით იმ ეპიდსიტუაციის ანალიზს, რაც არის ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვუყურებთ იმ რისკებს და საფრთხეებს რაც წარმოიშვება კონკრეტულად კონკრეტულ ტერიტორიაზე კონკრეტულ პაციენტებთან მიმართებაში“, – განაცხადა ზახაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები