მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეხვედრა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან - რაზე იმსჯელეს ჯანდაცვის სამინისტროში?

64511853d62c1
ინგა მურუსიძე
02.05.23 17:49
301
ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა თქვა, პრეპარატ Voxzogo-ს შემოტანაზე აღარავინ დავობს, ახლა პირობებზე მიმდინარეობს მსჯელობა.

„ახლა გამოვედით ჯანდაცვის სამინისტროდან მშობლები. წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე აღარც გვეკამათებიან და ეს ძალიან კარგია.

სამოქმედო გეგმა გაგვაცნეს და თანმიმდევრული და სწორი გეგმაა, ჩვენი მონაწილეობაც გათვალისწინებული აქვთ და სრული სიფხიზლით ვიქნებით ჩართული, რომ არ გადავუხვიოთ გეგმიდან.

გარანტიისთვის დოკუმენტს, ამ ეტაპზე, ვერ გვაძლევენ და ამიტომ მუშაობის პარალელურად, პროტესტი იმავე ფორმით გრძელდება. შემდეგი შეხვედრა 5 მაისს ჩავინიშნეთ“, - აცხადებს გოჩიაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროში bm.ge-ს უთხრეს, რომ შეხვედრის შესახებ კომენტარი გაკეთდება და მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები