მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეხვედრა სააგენტოს ბენეფიციართან - შპს „ფაბრიკა 1900“

608293d3e4284
BM.GE
23.04.21 13:30
612
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „ფაბრიკა 1900“ მოინახულეს.

სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა და არსებული საწარმო შენობის გაფართოვება, აშენება-გამართვა შეძლო. შესაბამისად, გაიზარდა წარმოების მოცულობა და დასაქმებულთა რაოდენობა. ამ ეტაპზე კომპანიაში 150 ადამიანია დასაქმებული.

შპს ,,ფაბრიკა 1900“ თვეში 600 ტონა შესაფუთ მასალას ამუშავებს, რომელიც არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, იგი მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებზე.

მოცემული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივი ბაზრის გარდა ექსპორტზეც ახდენს, კერძოდ: სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.

შპს ,,ფაბრიკა 1900“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წლის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები