მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეხვედრა თიბისი კონცეპტში კურატორ მარიამ შერგელაშვილთან

64ba464a5bb11
BM.GE
21.07.23 12:45
365
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 22 ივლისს 17:00 საათზე, გამოფენის „ფიქრის ტრაექტორია” ფარგლებში უმასპინძლებს შეხვედრას კურატორ მარიამ შერგელაშვილთან.

შეხვედრაზე მარიამი განიხილავს გამოფენის კონცეფციის განვითარების კვლევით პროცესს. ასევე, ისაუბრებს ვიზუალური სემიოტიკისა და ფილოსოფიის იმ მიმართულებებზე, რომლებიც ურთიერთკავშირშია გამოფენის მონაწილე ხელოვანების ნამუშევრებთან.

მარიამ შერგელაშვილი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მაგისტრია, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორც დამოუკიდებელი მკვლევარი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. 2017 წლიდან მუშაობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენის პროექტების კურატორად. მისი კვლევის ინტერესია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა პრაქტიკის ანალიზი. მარიამი აქტიურად მუშაობს არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმების განვითარებაზე მუზეუმებთან და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობით კურატორული და თეორიული პრაქტიკის შესწავლით. იგი ორგანიზებას უწევს და კოორდინირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას, გამოფენებს, სემინარებსა და ლექციებს.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები