პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ფარგლებში კერძო სექტორისთვის მთავარი გამოწვევა პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული რეგულაციებია. როგორც ბიზნესის ნაწილი აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მომხმარებლის მხრიდან sms შეტყობინებების გაგზავნაზე თანხმობის მოპოვებაა, რის გამოც კომპანიების ნაწილმა მსგავსი ტიპის შეტყობინებების გაგზავნა დროებით შეაჩერა. თუმცა არიან ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც sms მარკეტინგს კანონის დარღვევით კვლავ აწარმოებენ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ პრაქტიკას და გამოწვევებს დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განიხილავდნენ.