მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის დანერგვის დრო გაურკვეველია"

5b506cfb6110f
მეგი კავთუაშვილი
19.07.18 15:20
753
ოკუპურებულ ტერიტორიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელზე მუშაობს. ოფიციალური წერილის თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტების მოდიფიცირება და სტანდარტიზება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით შერჩეული რეკომენდაციების ქართული ვერსიაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება. შემდეგ ეტაპზე სატრენინგო პროგრამების შემუშავება და სპეციალისტების გადამზადება მოხდება. საპილოტე რეგიონად აჭარა შეირჩა. აღნიშნული წერილით სამინისტრომ პარლამენტის წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს უპასუხა.

როგორც პარლამეტარი აცხადებს, სამინისტროს წარმომადგენელმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ აღნიშნული მოდელი 2018 წლის მესამე კვარტალში კახეთსა და აჭარაში უნდა დანერგილიყო.

„როცა ეს განცხადება გაკეთდა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, მე ამას მივესალმე, რადგან რეფორმების პაკეტი წლებია დევს. სჭირდება პოლიტიკური ნება, რომ სახელმწიფომ ამაზე გადასვლა დაიწყოს. ახლა მოვიკითხე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ რაიმეს იმპლემენტაციისგან. მკაფიოდ ისიც კი არ ჩანს როდის რას აპირებენ. ასე არაფერი გამოვა“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები