მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეზღუდვა სახეზეა, როდესაც რკინიგზა აუდიტის ჩატარებას ასაჩივრებს"

5b3385f38bf85
ელენე ჩომახიძე
27.06.18 16:39
712
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა თორდია bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში სს "საქართველოს რკინიგზის“ მიერ საქართველოს სახელმწიდო აუდიტის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავის მართლზომიერებას აფასებს. ლაშა თორდია აუდიტის სამსახურს სწორედ მაშინ ხელმძღვანელობდა, როდესაც აღნიშნულმა უწყებამ საქართველოს რკინიგზას 2015 წლის შესაბამისობის აუდიტის ჩასატარებლად მიმართა. ყოფილი მთავარი აუდიტორი იმ არგუმენტებზე საუბრობს, რაც მაშინ საქართველოს რკინიგზას ჰქონდა. თორდიას თქმით ერთერთი არგუმენტი ის იყო, რომ სს "საქართველოს რკინიგზას“ საერთაშორისო ბირჟებზე ჰქონდა აქციები განთავსებული და საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმებისგან გათავისუფლებული არიან ის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ფასიან ქაღალდებს ფლობენ.

„ჩვენ არ ვეთანხმებოდით მათ მოსაზრებას ვინაიდან საქართველოს რკინიგზას აქვს სხვა უამრავი შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება აუდიტის სამსახურის შემოწმებას. ჩვენ არ შეგვიმოწმებია ფასიანი ქაღალდების განთავსების მართლზომიერება, ჩვენ შევისწავლეთ შესყიდვების კანონიერების საკითხი" - აცხადებს ლაშა თორდია.
სახელმწიფო აუდიტის ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მისმა უწყებამ 2016 წელს სს "საქართველოს რკინიგზაში" აუდიტი ჩაატარა და პროცესუალურ დარღვევებს ადგილი რკინიგზის მხრიდან არ ჰქონია, თუმცა ამ უკანაკსნელი უწყების მხრიდან სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის საკითხს ლაშა თორდია ასე აფასებს: „რკინიგზის მიერ განხორციელებული შეზღუდვები უკვე სახეზეა, როდესაც უწყება ასაჩივრების აუდიტის ჩატარებას სასამართლოში".

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სს ,,საქართველოს რკინიგზა" "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 261-ე მუხლის მიხედვით იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები