მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შიდა ფრენების განხორციელებაზე გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ "სერვისეარმა" მიიღო მონაწილეობა

591add4a55ab7
სალომე მეცხვარიშვილი
16.05.17 17:15
1081
მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოში შიდა ფრენების განხორციელების სურვილი კვლავ "სერვისეარმა" გამოთქვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

მიუხედავად ამისა "სერვისეარი" გამარჯვებულად გამოცხადებული ჯერ არ არის, რამდენადაც აეროპორტების გაერთიანება წარდგენილ დოკუმენტაციას სწავლობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 3 წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს რეისები მესტიის, ამბროლაურის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 783 350 ლარია. აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში „სერვისეარის“ შეთავაზებაც სწორედ ეს თანხაა.

სვანეთის მიმართულებით ფრენებს ამ დრომდეც "სერვისეარი" ახორციელებს, რომელთან დადებულ ხელშეკრულებასაც ვადა გასდის. სწორედ ამის გამო გამოაცხადა ახალი ტენდერი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ.

ტენდერი მომდევნო სამი წლის განმავლობაში შიდა ფრენების განხორციელებაზე 6 მაისს გამოცხადდა და განცხადებების მიღება 11 მაისს შეწყდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები