მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შიდა ფრენებზე 49 მილიონიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

5b6065a9429d3
თამუნა დემეტრაშვილი
31.07.18 17:34
569
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" შიდა ფრენების სუბსიდირებაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი შეასრულოს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი, რისთვისაც სახელმწიფოს 49,6 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.

სატენდერო პირობებით, კომპანიამ მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით უნდა უზრუნველყოს. შეგახსენებთ, რომ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე წინა ტენდერი, "აეროპორტების გაერთიანებამ" ივნისში გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო და ის ჩაშლილად გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები