მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შიდა ფრენებზე აეროპორტების გაერთიანებამ „აკ-ეარ ჯორჯიას" ხელშეკრულება ისევ გაუხანგრძლივა

 AK-AIR Georgia

აეროპორტების გაერთიანებამ „აკ-ეარ ჯორჯიას" ხელშეკრულება 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა. განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, შეიცვალა რეისების საორიენტაციო ჯამური რაოდენობაც, კერძოდ, ფრენებს დაემატება ორი სიხშირე ერთი ამბროლაურის, ხოლო მეორე ბათუმის მიმართულებით.

დოკუმენტის მიხედვით, შიდა ფრენები ნატახტრიდან შესრულდება მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისის, ბათუმის და თბილისი-ბათუმის მიმართულებებზე.

უკვე რამდენიმე წელია შიდა ფრენებს ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯია" ახორციელებს, მასთან სახელმწიფომ ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა და ამის შემდეგ ვადას უხანგრძლივებს. შარშან სახელმწიფო კომპანია შიდა ფრენებზე ჯამში ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ღირებულება 23 მლნ ლარს აღემატებოდა, ტენდერები ჩაიშალა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.

რაც შეეხება ფასებს, ნატახტარი-მესტიის ფასი 90 ლარია, ნატახტარი-ამბროლაურის რეისის ფასი კი 50 ლარს შეადგენს. ნატახტრიდან-ბათუმში გაფრენა 125 ლარი ღირს, ხოლო მესტია-ქუთაისის რეისის ფასი 50 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები