შიდა ავიარეისებზე მომდევნო 4 წელიწადში 49,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით.
სულ 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი.
ავიაბილეთების რეალიზაცია შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ფასით უნდა განხორციელდეს. დაინტერესებული კომპანიების მხრიდან განაცხადების მიღება 12 ივლისს დასრულდება.

























