მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შიდა სივრცის ჰაერის ხარისხის მნიშვნელობა პანდემიის პერიოდში - „DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION”-ის რეკომენდაციები

61123babef483
BM.GE
09.08.21 19:17
1167
შიდა სივრცის ჰაერის ხარისხი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა, ვინაიდან ის პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში, შენობის ვენტილაციის სისტემა გადამწყვეტ როლს თამაშობს ჰაერის ხარისხის შენარჩუნებაში. სწორედ ამ აქტუალურ საკითხზე, წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ი, გთავაზობთ მიმოხილვას თუ როგორ შეიძლება შემცირდეს წინასწარ განსაზღვრული პირობების შექმნით, შენობაში პანდემიის გავრცელების რისკები. კომპანია 2016 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა დანიშნულების რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს, სპეციალიზდება MEP ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით. DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ის სტრატეგიული პარტნიორია გათბობა-კონდიცირებისა და ვენტილაციის მიმართულებით მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდი, იაპონური კომპანია DAIKIN-ი.

Covid19 ის გამოჩენისთანავე მსოფლიო ბრენდების მოწინავე ინჟინრები დადგნენ ახალი გამოწვევის წინაშე, აუცილებელი გახდა სისტემების მოდიფიცირება, რათა შიდა სივრცე უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალურად სუფთა ჰაერით არა რეცირკულაციის, არამედ ჰაერის გაცვლის, ანუ ეფექტური ვენტილაციის გზით.

ვენტილაცია შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან:

• ვენტილაციის სიჩქარის განსაზღვრა (m³/hr, l/s or ACH-Air Changes Per Hour) - ჰაერის ცვლის ჯერადობა საათის ჭრილში;
• ჰაერის ნაკადის მიმართულება - ჰაერის საერთო ნაკადის მოძრაობა უნდა იყოს განსაზღვრული სუფთა ზონიდან დაბინძურებული ზონის მიმართულებით;
• ჰაერის ნაკადის სქემა და სწორი გადანაწილება - შიდა სივრცის ყველა წერტილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი გარე, სუფთა ჰაერის მოდინებით.
ჰაერის ცვლის მაღალი ჯერადობა და ხარისხიანი ფილტრაცია ამცირებს ჰაერში მოხვედრილი ვირუსების გავრცელების რისკს, რაც COVID19 პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სავენტილაციო სისტემის ეფექტურობას განსაზღვრავს რამდენიმე წინაპირობა და ფაქტორი:
• პირველ რიგში, კარგად უნდა ვიცოდეთ თუ რა ამოცანის წინაშე ვდგავართ - აუცილებელია შენობის კონცეფციის და ფართობის დეტალური შესწავლა;
• შემდეგ, შენობის დანიშნულების მიხედვით ხდება სწორი სისტემის შერჩევა, დანადგარების სიმძლავრისა და სპეციფიკაციის სრული გათვალისწინებით.
• გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემა აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი მაღალეფექტური ფილტრაციის სისტემით (HEPA, UPA), რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის გაწმენდის უმაღლეს ხარისხს მრავალსაფეხურიანი და სწორი ფილტრაციის გზით.
•  არანაკლებ მნიშვნელოვანია სამონტაჟო სამუშაოები, სადაც საჭიროა სიზუსტე, სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდილება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ნებისმიერმა ცდომილებამ შესაძლოა არასასურველი შედეგი მოგვიტანოს.

გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის (HVAC) სისტემები DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და, აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში ის განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა. სწორედ HVAC სისტემები უზრუნველყოფს შენობის შიგნით არსებული ჰაერის სწორ დამუშავებას და უსაფრთხო, კომფორტული მიკროკლიმატის შექმნას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებზე დაყრდნობით, გამართული სავენტილაციო სისტემის უზრუნველყოფა არ განისაზღვრება როგორც ცალკეული ან დამატებითი პრევენციული ქმედება, არამედ არის აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების განუყრელი ნაწილი, ისევე, როგორც ფიზიკური დისტანციის დაცვა, ნიღბის ტარება თუ პირადი ჰიგიენის წესები.

მასშტაბურ პროექტებზე აღნიშნული სისტემების გამართვა საჭიროებს ძალიან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას. DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ის მიერ შესრულებული პროექტები აღჭურვილია ინოვაციური სავენტილაციო სისტემებით, რომლის მუშაობის ტექნოლოგია სრულ შესაბამისობაშია ვირუსულ გარემოსთან. სავენტილაციო სისტემების პროექტირება და საინსტალაციო სამუშაოები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის შემოდინებას, ჰაერის ფილტრაციის სისტემის გამართულ მუშაობას და შენობაში იდეალური მიკროკლიმატის შენარჩუნებას.

სწორედ საუკეთესო ხარისხზე ორიენტირებული მიზნიდან გამომდინარე, DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ი საინჟინრო სფეროში მიმდინარე პროცესებს უწყვეტ რეჟიმში ფეხდაფეხ მიჰყვება და საინჟინრო პროექტების განხორციელებისას, ნერგავს ინოვაციურ მიდგომებს, უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მაღალი ხარისხის სავენტილაციო დანადგარი, რომელიც დამონტაჟებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და აღჭურვილი იქნება მაღალეფექტური ფილტრაციის სისტემით, უტოლდება პრემიუმ ხარისხის ნიღბის ტარებას, რომელსაც შეუძლია ეფექტურად დაბლოკოს სხვადასხვა ნივთიერებები, მათ შორის პათოგენები.

DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ის მიერ განხორციელებული თითოეული პროექტი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, აღჭურვილია A კლასის პრემიუმ ხარისხის დანადგარებით, გამოირჩევა თანამედროვე სამშენებლო მეთოდოლოგიით, ნოვატორული საინჟინრო მიდგომებით და მაღალი ენერგოეფექტურობით.

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტებით, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეფექტური მენეჯმენტის სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში, ხოლო თითოეული პროექტისადმი ინდივიდუალური მიდგომა და კომპანიის მიერ შემუშავებული ხარისხის კონტროლის მექანიზმები სრული მონიტორინგის ქვეშ აქცევს სამუშაო პროცესებს, რაც უზრუნველყოფს რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტების სრულყოფილად შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში კომპანია მაქსიმალურად სწრაფად ადაპტირდა მუშაობის ახალ სტილზე, შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი და არ შეუფერხებია არც ერთი პროექტის განხორციელება.

სეგმენტის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ის მუშაობის კონცეფცია ადაპტირებულია ნებისმიერი დანიშნულების შენობაზე, ხოლო გამოცდილი სპეციალისტები მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფენ როგორც საპროექტო, ასევე სამონტაჟო სამუშაოებს.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები