მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შიკოლი”: ლარის კურსის გაუფასურება ნედლეულს გვიძვირებს

5fe039c50ae51
ლიკა გურაბანიძე
27.12.20 14:24
1135
"ჩვენ სხვადასხვა ტურისტულ მაღაზიასთან და კაფესთან ვთანამშრომლობდით. გაყიდვების ძირითადი ნაწილი ტურიზმის სექტორზე მოდიოდა და სწორედ ამიტომ, რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა", - ამის შესახებ შოკოლადის მწარმოებელი კომპანია “შიკოლის” დამფუძნებელმა თამთა ბენაშვილმა “საქმიან დილაში განაცხადა.

როგორც ბენაშვილმა აღნიშნა, სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურება ნედლეულის გაძვირებას იწვევს, რადგან კომპანია ნედლეულის იმპორტს უცხოეთიდან ახორციელებს, რაც ბიზნესზე გავლენას ახდენს.

“ამჟამად სხვადასხვა კორპორატიულ დამკვეთთან წარმატებულად ვმუშობთ, თუმცა ამ სიტუაციაში დღგ-ის გადახედვა მნიშვნელოვანია. ეს ბიზნესის წარმოების გაგრძელებაში ბევრი მიმართულებით დაგვეხმარებოდა. ზაფხულის შემდეგ ოქტომბერ-ნოემბერში გაყიდვების დინამიკა მომატებულია, ყველა ორგანიზაციასთან შეთანხმებას ვეცადეთ, რათა გვეთანამშრომლა. ახლა ვცდილობთ, რომ ონლაინ გაყიდვების ნაწილი გავზარდოთ", - განაცხადა თამთა ბენაშვილმა.

ცნობისთვის: "შიკოლი" 2017 წელს დაფუძნდა და ის ხელნაკეთი შოკოლადის რეალიზაციას ახდენს, მისი პროდუქცია ქსელურ მარკეტებში არ შედის და ძირითადად კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობენ. კომპანია საჭირო ნედლეულის იმპორტს იტალიიდან და თურქეთიდან ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები