საქართველოში შინამეურნეობების ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან 33.7%-ია. შინამეურნეობების ვალი წარმოადგენს მათი ვალდებულებების ჯამს საბანკო და არასაბანკო ფინანსური სექტორების მიმართ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის მეოთხე კვარტალში მესამესთან შედარებით, 1.8%-ით გაიზარდა და ბოლო რამდენიმე წლის მაქსიმუმს მიაღწია. 2017 წლის პირველ კვარტალში შინამეურნეობების ვალი მშპ-სთან 30.2%-ს შეადგენდა, ამავე პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შემდეგი იყო:
სომხეთი - 19.1%
თურქეთი - 17.3%
რუსეთი - 9.3%
პოლონეთი - 36.6%
ლიტვა - 27.7%
გერმანია - 53,2%

























