მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„შინარი“ – სახლში დამზადებული ნატურალური პროდუქტები

ქართულ ბაზარზე ნატურალურ და ტრადიციულ პროდუქტებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. მომხმარებელი ინდუსტრიული წარმოების ალტერნატივას ეძებს და არჩევანს სწორედ ავთენტურ გემოებზე აჩერებს. ამ მოცემულობას იდეალურად პასუხობს კომპანია "შინარი", რომელიც ბაზარზე გასული წლის ბოლოს ხუთი ათასი ლარის საწყისი ინვესტიციით გამოჩნდა. მარიამ გურგულიანისა და ნიკოლოზ ჯაჭვაძის ბიზნესიდეა სვანეთიდან ჩამოტანილ სუნელებს, კახურ ზეთს, თაფლსა და სხვადასხვა ხელნაკეთ საკმაზს აერთიანებს. ამჟამად ბრენდი მხოლოდ ონლაინ გაყიდვების პლატფორმით ოპერირებს. თუმცა კომპანიის დამფუძნებლები მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისის ხალხმრავალ და ტურისტულ ზონაში პირველი ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავენ. რა გზა გაიარა სტარტაპმა იდეიდან ბიზნესის გაფართოებამდე?

სტუმრები: მარიამ გურგულიანი - "შინარი", დამფუძნებელი

ნიკოლოზ ჯაჭვაძე - "შინარი", დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები