"ცხოველების მოვლა პატრონობისა და მართვის წესის შესახებ დადგენილების" თანახმად, მიმდინარე წელს 170 პირი დაჯარიმდა, გასულ წელს კი 759 პირი. როგორც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა თეიმურაზ ფხალაძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუხადა ჯარიმები 8 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს და მისი ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელი ნორმა დაარღვია პირმა. ჯარიმების უმეტესობა ძაღლების მფლობელებზე მოდის.
ასევე 2015 წლიდან დღემდე შინაური ცხოველი, მათ შორის ძაღლი და პირუტყვი თბილისის მასშტაბით, 6624-მა პირმა დაარეგისტრირა.

























