მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შინვუდი - ტყეში ჩაფლული უნიკალური დასახლება თბილისთან ახლოს

შინვუდი
06.12.23 15:28
11961

თბილისიდან 23 კმ-ში, საგურამოს მიმდებარედ, ფოთლოვან ტყეში ჩაფლული უნიკალური ადგილი - ეს შინვუდია, სადაც თანამედროვე ურბანული სტანდარტების შესაბამისად ვითარდება დაბალი ინტენსივობის განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსი.

შინვუდის ტერიტორია 35 ჰექტარს მოიცავს, რომელშიც გათვალისწინებულია 289 საცხოვრებელი დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპლექსი ისეა დაგეგმარებული, რომ თითოეული მიწის ნაკვეთი საფეხმავლო ბილიკით უკავშირდება ერთი მხრივ, კომპლექსის გარშემო მდებარე ტყეს, მეორე მხრივ კი - შიდა ცენტრალურ პარკს, რომელიც 31,000 კვ.მ. ფართობზე განთავსდება.

საცხოვრებელი და სარეკრეაციო ნაწილების გარდა, შინვუდი მოიცავს დასახლებისათვის საჭირო კომერციულ ობიექტებს, ტექნიკურ სივრცეებს და 150-ზე მეტ საპარკინგე ადგილს მაცხოვრებლების სტუმრებისთვის. თითოეული მიწის ნაკვეთი აღჭურვილია გამრიცხველიანებული კომუნიკაციებით, ღობითა და ჭიშკრით. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობას სრულად კომპანია უზრუნველყოფს.

შინვუდში მიწის ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში მომავალ მაცხოვრებლებს წინასწარ დამუშავებული სახლის პროექტებიც გადაეცემათ საჩუქრად. მათ ასევე შეუძლიათ თავად მოამზადონ სასურველი სახლის პროექტი განაშენიანების წესების დაცვით, რათა არ დაირღვეს დასახლების საერთო იერსახე და კონცეფცია.

მომზადდა ახალი ვიდეორგოლი, სადაც ჩანს ამ ადგილის ზღაპრული სილამაზე. შინვუდის კონცეფციის შესახებ კი მისი მმართველი პარტნიორი ნიკოლოზ ქევხიშვილი და არქიტექტორი მიშა ბალიაშვილი საუბრობენ:

ნიკოლოზ ქვეხიშილი:

როცა აქაურობა პირველად ვნახეთ და დავათვალიერეთ, მივხვდით, რომ აქ უნდა გაგვეკეთებინა რაღაც ზღაპრული, რასაც გარემო ისედაც გვკარნახობდა. ტერიტორიას გარშემო აკრავს ფოთლოვანი ტყის მასივი და კონცეფციაც ზუსტად ამაზე დავაფუძნეთ. ჩვენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ვქმნით სახლს ტყეში.

როცა მიწის ნაკვეთს ყიდულობს ადამიანი, მერე იწყება „თავის ტკივილი“, ამის მერე მოსაგვარებელია კომუნიკაციების საკითხი - გაზი, წყალი, დენი, ცენტრალური კანალიზაცია. ამ ყველაფერზე წინასწარ ვიფიქრეთ და კომუნიკაციებს კომპანია უზრუნველყოფს. ასევე კომპანია უზრუნველყოფს სოციალიზაციის ელემენტებს, საერთო სარგებლობის სივრცეებს, ცენტრალურ რეკრეაციას.

მიშა ბალიაშვილი:

„როდესაც მსგავს ტერიტორიაზე ვიწყებთ მუშაობას, მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ ის დადებითი მხარეები და შესაძლებლობები, რაც მას აქვს. „შინვუდის“ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის ის ტყე, რომელიც გარშემო აკრავს ტერიტორიას და ეს იყო მთავარი ინსპირაცია, რომელიც პროექტს საფუძვლად დაედო.

ტერიტორიის ცენტრში არსებული მუხის გარშემო გაჩნდა სარეკრეაციო ტერიტორია, რომელიც შემდეგ მწვანე დერეფნებით, იგივე სარეკრეაციო სივრცეებით დაუკავშირდა ტყეს. რაც შეეხება არქიტექტურას, შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად დაგვედგინა ის სტანდარტები, რაც მოგვცემდა გარანტიას, რომ არქიტექტურული კუთხით ეს უბანი ყოფილიყო საინტერესო.

როდესაც ადამიანი შინვუდში ყიდულობს მიწას და იწყებს სახლის მშენებლობას, ზუსტად იცის, მისი მეზობელი რა ზომის და რა ტიპის სახლს ააშენებს, რაც როგორც წესი, საქართველოში ყოველთვის პრობლემა არის ხოლმე იმიტომ, რომ დღეს გვაქვს რაღაც ხედი და ხვალ შეიძლება იქ გაჩნდეს კორპუსი, ან ისეთი ზომის შენობა, რომელიც აბსოლუტურად შეგვიცვლის ხედს. ამ შემთხვევაში, დაცულები ვართ“.

შინვუდში გაყიდვების დაწყებიდან გასულია 15 თვე და კომპლექსი უკვე 120-ზე მეტ შინვუდელს აერთიანებს. სულ მალე, ეს ულამაზესი ადგილი მაცხოვრებლებით შეივსება. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ფაზის გაყიდვები და საახალწლო აქციის ფარგლებში, შესაძლებლია მიწის ნაკვეთების შეძენა 24 თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით.

დამატებით დეტალებს კი შეგიძლიათ გაეცნოთ შინვუდის ფეისბუქ გვერდზე და ვებ-გვერდზე: shinwood.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები