მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ ჩამოშლილ მასას რაიმე დაზიანება და გზის ჩახერგვა არ გამოუწვევია - მცხეთა მთიანეთის გუბერნატორი

დსდ

მცხეთა მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის, გოჩა ქავთარაძის განცხადებით, ამ დროისთვის 
შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა.

მისი თქმით, კლდის ჩამოშლილ მასას  არ გადაუკეტავს გზის სავალი ნაწილი და არც მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ შესვლა მოქალაქეების უსაფრთხოების გამო აიკრძალა. 

მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე ჩამოიშალა კლდის ფერდი, მასა. ჩამოშლილ მასას რაიმე დაზიანება და გზის ჩახერგვა არ გამოუწვევია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მონასტრის წინამძღვრებთან კოორდინირებული მუშაობით ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს.

ადგილზე იმყოფება ადგილობრივი სამაშველო სამსახური. წინამძღვართან ერთად ვახორციელებთ შესაბამის სამუშაოებს. წუთი წუთზე მობრძანდებიან გეოლოგები და სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან, რის შედეგად გასატარებელ ღონისძიებებს დავგეგმავთ", - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ: რამდენიმე წუთის წინ მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ  შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები