მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შირნჰოფერი" რამდენიმე წლის შემდეგ პირველ ბრენდულ მაღაზიას ხსნის

58b59d3bbe074
BM.GE
28.02.17 19:52
2352
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "შირნჰოფერი" რამდენიმე წლის შემდეგ პირველ ბრენდულ მაღაზიას ხსნის. მაღაზია ვაჟა-ფშაველას დასაწყისში, არქივის შენობის მიმდებარედ რამდენიმე კვირაში გაიხსნება.

როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიაში განუცხადეს, პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ კომპანია გაფართოებას თბილისის სხვა უბნებში და ქალაქებშიც გეგმავს.

კომპანიის ინფორმაციით, ამავე მაღაზიაში მოხდება პურის ცხობა ავსტრიული ტექნოლოგიით. ადგილზე დამზადდება ჰამბურგერები და სენდვიჩები და მომხმარებლებს მზა საკვების ყიდვის შესაძლებლობაც ექნებათ.


როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქცენტი ხორცპროდუქტებზე გაკეთდება, თუმცა, მომხმარებელს მაღაზიაში შესაძლებლობა ექნება პირველადი მოხმარების პროდუქციაც შეიძინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები