20 სექტემბერს, არტ არეაში, “შკოდა საქართველომ” საპატიო სტუმრებთან და სპეციალურად ამ დღისთვის ჩეხეთიდან ჩამოსულ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, 20 წლის იუბილე აღნიშნა. კომპანიამ სწორედ ამ თარიღს დაამთხვია სამი ახალი მოდელის პრეზენტაციაც და მიწვეულ სტუმრებს ამ სიახლის საკუთარი თვალით ნახვის შესაძლებლობაც მიეცათ.