Goldin-ის აუქციონმა 27 სექტემბერს გასაყიდად გამოიტანა შოჰეი ოტანის ბურთი, რომლის მოგერიების შედეგადაც მან ისტორია დაწერა. კერძოდ ბეისბოლის ისტორიაში არცერთ მოთამაშეს ერთ სეზონში ერთდროულად არ გაურბენია 50-ზე მეტი ბაზა და არ მოუპარავს 50-ზე მეტი პოზიცია, ასეთი დიდებული მიღწევა კი იაპონელი სუპერვარსკვლავის გარდა არცერთ მოთამაშეს არ ჰქონია.
მოგერიებული ბურთის საწყისი ფასი ნახევარ მილიონ დოლარს აღწევდა, თუმცა 30 საათის შემდეგ მისმა ღირებულებამ 1,2 მილიონი დოლარი შეადგინა. საბოლოო ჯამში მისმა ღირებულებამ დაახლოებით 4,4 მილიონ დოლარს მიაღწია, რითაც ის ყველაზე ძვირად გაყიდული ბურთი გახდა აუქციონების ისტორიაში.
აუქციონის დაწყებამდე ბურთის მფლობელთან გაყიდვა არ გაყიდვასთან დაკვშირებით საქმე სასამართლომდეც კი მივიდა, რის შემდეგაც Goldin-ის აუქციონის ხელმძღვანელმა კენ გოლდინმა, ნივთის მფლობელი მის გაყიდვასა და გაყიდვიდან მსუყე წილის მიღებაში დაარწმუნა.
კენ გოლდინის თქმით, ოტანის მარკეტაბელურობა და პოპულარობა ისეთ დონემდეა ასული, რომ ფაქტობრივად ყოველი ნივთი, დაწყებული კეპებით დამთავრებული ბეისბოლის ბიტით, რომელსაც იაპონელი ბეისბოლის თამაშისას გამოიყენებს, სამომავლოდ მილიონობით დოლარის ღირებულებას შეიძენს