შოჰეი ოტანის საკოლექციო ბარათმა ახალი რეკორდი დაამყარა, მისი უნიკალური, ერთადერთი ეგზემპლარი 2025 Topps Chrome-ის ავტოგრაფიანი ოქროს MLB ლოგოს პაჩიანი ბარათი Fanatics Collect-ის აუქციონზე $3 მილიონად გაიყიდა.
რეკორდული ბარათი მინესოტელი პიტ ანდერსონის ოჯახს, თავად პიტს და მის ვაჟებს, კოლტონსა და ჰენრის შემთხვევით შეხვდათ. ონლაინ საკოლექციო ბარათების გაყიდვების ბაზის Card Ladder-ის მონაცემებით, ეს არის მხოლოდ მეორე შოჰეი ოტანის ბარათი, რომელმაც საჯაროდ ცნობილ გარიგებებში $1 მილიონს გადააჭარბა. პირველი ასეთი შემთხვევა მარტში დაფიქსირდა, როდესაც მისი 2024 Topps Dynasty Black MLB Logoman-ის ავტოგრაფიანი ბარათი Heritage-ის აუქციონზე მილიონ დოლარზე ძვირად გაიყიდა. აღნიშნულ ბარათზე გამოსახული იყო ის MLB ლოგოს პაჩი, რომელიც ოტანის შარვალზე ეკეთა იმ საღამოს, როდესაც ის გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, ვინც 50 ჰოუმ რანისა და 50 მოპარული ბაზის კლუბში შევიდა.
იმ დროისთვის ოტანის ბარათების ბაზარი პიკს ჯერ კიდევ არ იყო მიღწეული. Card Ladder-ის ინდექსის მიხედვით, რომელიც მის ბარათებზე მოთხოვნას აკვირდება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზარი 200 პროცენტზე მეტით გაიზარდა. შესაბამისად, Dynasty Black MLB Logoman-ის ავტოგრაფიანი ბარათი, დიდი ალბათობით, დღეს გაცილებით ძვირად გაიყიდებოდა, ვიდრე ცხრა თვის წინ.
ეს ბარათი გახდა 2025 წელს უკვე 25-ე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც სპორტული საკოლექციო ბარათის ფასმა $1 მილიონს გადააჭარბა. წლის ტოპ 5 გაყიდვა ასე გამოიყურება:
- 12.9 მილიონი დოლარი — 2007–08 Upper Deck Exquisite მაიკლ ჯორდან / კობი ბრაიანტის ორმაგი NBA Logoman პაჩიანი, ავტოგრაფიანი, PSA 6 შეფასება (23 აგვისტო, Heritage-ის აუქციონი)
• 10 მილიონი დოლარი — 2006–07 Upper Deck Exquisite მაიკლ ჯორდან / ლებრონ ჯეიმსის ორმაგი NBA Logoman პაჩიანი, ავტოგრაფიანი, (26 სექტემბერი, კერძო გაყიდვა)
• 4.7 მილიონი დოლარი — 2018–19 Panini Flawless ლუკა დონჩიჩის NBA Logoman პაჩიანი rookie ავტოგრაფიანი, (26 სექტემბერი, კერძო გაყიდვა)
• 4.25 მილიონი დოლარი — 2003–04 Upper Deck Exquisite ლებრონ ჯეიმსის rookie პაჩიანი ავტოგრაფიანი ბარათი, PSA 9 ბარათი / 10 ავტოგრაფი (21 აგვისტო, კერძო გაყიდვა)
• 4.03 მილიონი დოლარი — 1914 წლის Baltimore News-ის ბეიბ რუთის rookie ბარათი, SGC 3 შეფასება (24 ოქტომბერი, Heritage-ის აუქციონი)




























