მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოკოლადის ბოქსების მწარმოებელი Spacebox-ი პირველი სტენდის გახსნას გეგმავს

spacebox

შოკოლადის ბოქსების მწარმოებელი ქართული კომპანია Spacebox, რომელიც ბაზარზე 3 წელია ოპერირებს და სხვადასხვა თემატიკის შოკოლადის ბოქსებს აწარმოებს, წელს პირველი სტენდის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ანუკა კაკაბაძემ BM.GE-სთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაციას ონლაინ ახდენს, თუმცა, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სივრცეში საკუთარი სტენდის მოწყობას გეგმავს.

„წელს გვინდა, რომ ონლაინ რეჟიმიდან ე.წ. ოფლაინ რეჟიმზე გადავიდეთ, რათა მომხმარებელს ფიზიკურ მისამართზე შეეძლოს მომსახურების მიღება. მაღაზიის გახსნაზეც ვფიქრობთ, მაგრამ მაინც სტენდის სასარგებლოდ ვიხრებით, მომხმარებლები მოლებში უფრო აქტიურად მოძრაობენ.

სტენდის მოსაწყობად, დაახლოებით 6000 ლარამდე ინვესტიციაა საჭირო. პირველ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სტენდით ვიქნებით წარმოდგენილი", - განმარტა ანუკა კაკაბაძემ და დასძინა, რომ რადგან შოკოლადის სეზონი უფრო ზამთარშია და ზაფხულში შოკოლადის გაყიდვები იკლებს, სტენდის გახსნაც წლის ბოლოსკენ იგეგმება.

ამასთან, ანუკა კაკაბაძის თქმით, წლის განმავლობაში ახალი ბოქსების და ახალი გემოების დამატებაც და ბავშვის ხაზის ამოქმედება იგეგმება.

ამ ეტაპზე, კომპანია მხოლოდ რძიან შოკოლადს აწარმოებს. სასაჩუქრე ბოქსების ღირებულება 33 ლარიდან 59 ლარის ფარგლებში მერყეობს.

აღსანიშნია, რომ Spacebox-მა გასულ წელს წარმოება 200%-ით გაზარდა, შესაბამისად დაიმატა კადრიც და ახლა კომპანია 3 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები