მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოკოლადის მწარმოებელი “როსალი”: ვალუტის კურსი ჩვენს ფასთა პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს

5fdde9909bacb
ლიკა გურაბანიძე
19.12.20 17:10
1268

ქართული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია "როსალის" დირექტორი დავით მინდიაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა შოკოლადის რეალიზაცია გაანახევრა და თუ კომპანია ამ დრომდე წელიწადში 7-დან 15-ტონამდე შოკოლადს ყიდდა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

"როსალი", რომელიც პროდუქციას ბელგიურ ნედლეულზე ამზადებს, ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. მინდიაშვილის თქმით, "როსალის" ერთადერთი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო, თუმცა რეგიონში არსებულმა რეალობამ კომპანიას პრობლემები შეუქმნა და პროდუქციის ექსპორტზე გატანა დროებით შეჩერდა. ამას გარდა, ბიზნესი სხვა სახის გამოწვევის წინაშეც დგას.

“2020-მა წელმა არა მარტო კოვიდის, არამე ეროვნული ვალუტის გაუფასურების კუთხითაც შეგვიქმნა პრობლემები. იმიტომ, რომ კომპანია ნედლეულით დაწყებული შესაფუთი მასალებით დამთავრებული იმპორტდამოკიდებულია. ამიტომ, ყველა დეტალი გასათვალისწინებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შესყიდვებს ევროში და დოლარში ვახორციელებთ, ვალუტის კურსი ჩვენ ფასთა პოლიტიკაზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს.” - განაცხადა “როსალის” დირექტორმა დავით მინდიაშვილმა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შოკოლადზე არსებული ფასის შენარჩუნებას ჯერჯერობით ახერხებენ, თუმცა მისი დირექტორის თქმით, ასეთი ქმედება მათ ბიზნესს აზარალებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები