ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი კომპანია „შოკოტელა“ წლის ბოლომდე ბრენდული მაღაზიების ქსელის განვითარებას გეგმავს. კომპანიის წლევანდელ გეგმებში გუნდის და საწარმოს გაფართოება, ასევე ახალი პროდუქტების შექმნა შედის. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის საკუთარ ბრენდულ მაღაზიაში რეალიზაციის გარდა, „შოკოტელა“ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კომპანიებთანაც თანამშრომლობს და მათთვის სასაჩუქრე ნაკრებებს ქმნის. როგორი სააღდგომო პერიოდი ჰქონდა შოკოტელას ვაჭრობის კუთხით და როგორია მათი გაფართოების დეტალები?
სტუმარი: მარიამ კაპანაძე - "შოკოტელას" დამფუძნებელი.