მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shoot 360-ის პირველი ლოკაცია ამერიკის გარეთ, საქართველოშია - ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან

BM.GE
21.12.21 12:54
649
ზაზა ფაჩულიამ თბილისში, საკუთარ აკადემიაში, SHOOT 360-ის დარბაზი გახსნა, რომელიც თანამედროვე ინტერაქციულ ტექნოლოგიასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სწავლებას აერთიანებს. ეს SHOOT 360-ის პირველი ფრენჩაიზია ევროპაში, რაც ქართველი კალათბურთელებისთვის განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობაა და ფაქტობრივად ამსხვრევს და ცვლის იმ მოსაზრებას თუ დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ თუ საქართველოში ცხოვრობ, რთულია წარმატების მიღწევა. ამბობს, რომ საქართველო, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით ფინანსურად ძლიერი არ არის, ჩვენ მეტი შრომა გვიწევს წარმატების მისაღწევად და ისეთი ეკოსისტემის შესაქმნელად, რომ ინვესტორებს მოუნდეთ ჩამოსვლა და ინვესტირება. ფაჩულიას თქმით, პრობლემები და გასაკეთებელი ბევრი გვაქვს და უნდა ვიშრომოთ, არამ მხოლოდ წარმატების მისაღწევად, არამედ, შრომა უნდა შევიყვაროთ. როგორ აფასებს ზაზა ფაჩულია საქართველოში საინვესტიციო გარემოს, რა გამოწვევებს ასახელებს და როგორია მისი, როგორც ბინზესმენის გეგმები?

სტუმარი: ზაზა ფაჩულია - კალათბურთელი, Golden State Warriors; ბიზნეს-კონსულტანტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები