მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოპინგ-ბარათი "მერე", ახალი აპლიკაცია და პროგრამა "გაათანაბრე" - რა სიახლეები აქვს Silk ბანკს?

silk
22.10.24 10:00
1366

Silk ბანკმა ახალი საბანკო აპლიკაცია “Silk” შექმნა, რომლის საშუალებითაც სტანდარტულ საბანკო პროდუქტებთან ერთად მომხმარებელს, ახალ მომსახურებასაც სთავაზობს. სიახლეზე გადაცემა „საქმიან დილაში“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა და პროდუქტებისა და ინოვაციების დირექტორმა, დავით ნინიძემ ისაუბრეს.

აპლიკაციის ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს.

„პირველ ასი ათას მომხმარებელს, ვინც ამ აპლიკაციას გახსნის, სრულად უფასო ტრანზაქციული ბანკინგი ექნება - გადარიცხვა, ფულის გამოტანა, კომუნალური გადახდები და სხვა. არანაირი საკომისიო არ არის. არც ანგარიშის მომსახურებაზე. ციფრული რეგისტრირების შემდეგ ავტომატურად გენერირდება ციფრული ვიზა ბარათი, რომელიც შეგიძლიათ ციფრულ საფულეში მაშინვე გადაიტანოთ. ასევე, შეგვიძლია ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათი მივაბათ ჩვენს აპლიკაციას. ამასთან, დღეს საქართველოში საუკეთესო გაცვლითი კურსები გვაქვს ევროსა და დოლარში“, - განაცხადა ალექსი ხოროშვილმა და დასძინა, რომ აპლიკაციაში ჩაშენებულია სახალისო და ფუნქციური ჩათი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს თავის კონტაქტებს ესაუბროს და საჭიროების შემთხვევაში თანხა ჩათიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად გადარიცხოს.

მისივე თქმით, მათი იდეაა, რომ ბანკში პლასტიკური ბარათი ნელ-ნელა გაქრეს და ყველაფერი იყოს ციფრული.

Silk ბანკის წარმომადგენლებმა კიდევ რამდენიმე ახალ პროდუქტზეც ისაუბრეს. ერთ-ერთია შოპინგ-ბარათი „მერე“, რომლის გამოყენებით შესაძლებელია, უპროცენტოდ გადაანაწილო თანხა 3-დან 12 თვემდე სილქის პარტნიორ ობიექტებში, ეფექტურ 0%-ად. ხოლო ნებისმიერ სხვა არაპარტნიორ ობიექტსა თუ ონლაინ მაღაზიაში გადახდისას 45 დღის ფარგლებში შესაძლებელია ლიმიტის უპროცენტოდ უკან შევსება.

„ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტებისგან განსხვავებით,“მერე“-ს ლიმიტი არის გაცილებით მეტი - 30 000 ლარამდე. ბარათის აღება და ყოველწლიური მომსახურება სრულიად უფასოა და შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად. აპიდან მოთხოვნის შემთხვევაში კი, მასზე წვდომა მომენტალურად აქტიურდება. პარტნიორების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, გვაქვს სხვადასხვა სააქციო შეთავაზებებიც.

ამასთან, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან დისკომფორტს წარმოადგენს არარეგულარული კომუნალური გადასახადები. ამ პრობლემას განსაკუთრებით ვაწყდებით ზამთარში, როცა ბუნებრივი გაზის გადასახადი ორმაგდება ან სამმაგდება. სწორედ ამიტომ "სოკარ გაზთან" კოლაბორაციით შევქმენით პროგრამა - "გაათანაბრე". ეს არის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა და ვფიქრობთ, ქართველმა მომხმარებელმაც კარგად მიიღო. პროგრამის ფარგლებში ბოლო 1 წლის ჯამურ ხარჯს გავყოფთ 12 თვეზე და საშუალებას მოგცემთ, გადაიხადოთ ერთი ფიქსირებული თანხა ზამთარსა და ზაფხულში.

უკვე მეორე წელია მოცემული პროგრამა განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს ჩვენს მომხმარებლებში, ვინაიდან მათ უკვე აქვთ საშუალება, თავად მართონ ბუნებრივი გაზის ხარჯები და სწორად დაგეგმონ ოჯახის ბიუჯეტი. წინა წელს პროგრამა ვრცელდებოდა მხოლოდ ქუთაისში, მცხეთასა და რუსთავში. წელს კი მაღალი მოთხოვნის საპასუხოდ, პროგრამით სარგებლობის საშუალებას უკვე სოკარის ყველა მომხმარებელს ვთავაზობთ საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა პროდუქტების და ინოვაციების დირექტორმა, დავით ნინიძემ.

ცნობისთვის, სილქ ბანკი, რომელიც სილქ როუდ ჯგუფის წევრია, უკვე 25 წელია ბაზარზეა. ფინანსური ინსტიტუტის გუნდმა დაახლოებით 2 წლის წინ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა და ბანკინგის სრული ტრანსფორმაცია და მაქსიმალურად გაციფრულება დაიწყო.

როგორც ალექსი ხოროშვილი ამბობს, ტრანსფორმაციის დაწყებისას ბანკის დეპოზიტების პორტფელი იყო 27 მლნ ლარი, დღეს არის 152 მლნ ლარი, აქტივები იყო 88 მლნ ლარი, დღეს კი არის 215 მლნ ლარი, ხოლო სასესხო პორტფელი იყო 20 მლნ ლარი და დღეს არის 107 მლნ ლარი.

„აქვე დავაანონსებთ, რომ ვგეგმავთ ლოიალობის პროგრამის ჩაშვებას, რომლის სპეციფიკაზეც ახლო მომავალში კიდევ უფრო დეტალურად მოგიყვებით. რაც შეეხება მოახლოებულ გეგმებს, აქტიურად ვემზადებით Black Friday-სთვის და "მერეს" მომხმარებლებს შოპინგის ახალ და საინტერესო გამოცდილებას ვპირდებით“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები