მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shopshop-ზე თურქული ბრენდები დაემატება

6202780b9307a
მარიამ იზორია
08.02.22 21:21
849
ონლაინ შოპინგ მოლი Shopshop-ი “ტრენდიოლის” შემდგომ ორ თურქულ ბრენდთან NIHANONAT-სა და N’ONAT-თან ითანამშრომლებს.

სტარტაპ პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან თევზაძე BM.GE-სთან განმარტავს, რომ საქართველოში მომხმარებელს თურქული ბრენდების შეძენა დამატებითი გადასახადების გარეშე, პირდაპირ ქართული აპლიკაციიდან შეეძლება. მისივე თქმით, ნივთის მიწოდება დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება.

„ტრენდიოლის შემდგომ თურქულ ბრენდებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა, ამიტომ ახალი პარტნიორების მოძიება დავიწყეთ. ვფიქრობდით როგორ გავსულიყავით ამ ბრენდებზე და კონტაქტებიც მალევე დავამყარეთ.

ამიტომ ჩვენი მომხმარებელი უახლოეს მომავალში Shopshop-ზე  ამ ბრენდების პროდუქციას თურქეთიდან შეიძენს ისევე მარტივად, როგორც საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიების ნაწარმს", - ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ შოპინგმოლი Shopshop-ი 100 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით მარტის თვისთვის საიტს და აპლიკაციასაც ჩაუშვებს. სამომავლოდ კი ონლაინპლატფორმაზე განვადებით სარგებლობაც იქნება შესაძლებელი.

Shopshop-ის შექმნისა და განვითარებისთვის დღემდე 500 000 ლარის ინვესტიციაა ჩადებული. პლატფორმა, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, დღეს უკვე 107 ბრენდს აერთიანებს, მათ შორის „რითეილ გრუპ ჯორჯიასა“ და "დრესაპის" ბრენდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები