მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით რისკი არსებობს"

5bf5778a93616
BM.GE
21.11.18 19:29
555
დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ ამ სიკეთით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უნდა ვისარგებლოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობის გრძნობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ვიზალიბერალიზაციის პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლო დადგომის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ევროპელ პარტნიორებთან, რათა რისკები მაქსიმალურად შემცირდეს და ცალკეულმა მოქალაქეებმა უპასუხისმგებლოდ არ ისარგებლონ ამ მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებით.

“ზოგადი ტრენდი ბევრ სახელმწიფოში ნეგატიურია. თანდათან სულ უფრო მეტი ევროპული სახელმწიფო აღიარებს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად, რაც ამ პრობლემის სისტემურად გადაწყეტის წინაპირობაა. შესაბამისი ორგანოები ყოვედღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ. ეს არის პროცესი. თავიდან იყო ადამიანების გაზრდილი რაოდენობა, დღეს უკვე ჩვენ გვაქვს შემცირებული რაოდენობა ბევრ ქვეყანაში, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით რისკი არსებობს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები