მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოთა არველაძე “კასიმფაშას” მთავარი მწვრთნელია

შოთა არველაძე კასიმფაშა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. მან სტამბოლურ კლუბ “კასიმფაშასთან” მიაღწია შეთანხმებას და 1+1 ტიპის კონტრაქტს მოაწერს ხელს.

“კასიმფაშას” უკვე დაგეგმილი აქვს წინასასეზონო გრაფიკი და ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩს თურქული გუნდი “ჰალ სიტისთან” გამართავს, რომელსაც ასევე არველაძე წვრთნიდა. ამჯერად შოთას უცხოელი ასისტენტები ეყოლება.

აღსანიშნავია, რომ არველაძე თურქულ კლუბში მეორე ვადით მიდის, რადგან აქამდე 2012-დან 2015 წლამდე წვრთნიდა, რა დროშიც 91 მატჩში 33 თამაში მოიგო, 28 ფრედ დაასრულა და 30-ში დამარცხდა, რაც 36%-იანი მაჩვენებელია. უკანასკნელად შოთა 2023/24 წლებში “ფათიჰ კარაგიუმრუკს” ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ ამ პოზიციაზე აღარ უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე სულ ახლახან თბილისის “ლოკომოტივის” ბორდის წევრიც გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები