მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოთა დიღმელაშვილი: ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია აქ და ახლა

62c1a4b894493
თელარა გელანტია
03.07.22 18:14
839
მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა ტყეშელაშვილი დღევანდელ აქციაზე - #შინევროპისკენ ძალიან ბევრ ადამიანს ელოდება.

„დღეს იმდენივე ადამიანი გამოვა აქციაზე, რამდენიც 20 ივნისს გამოვიდა... კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ყველას აქციის ფარგლებში გაგაცნობთ“, - თქვა მან tv “პირველთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მას არ სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ევროკომისიის 12-პუნქტიან პირობას, ამიტომ მთავარი მოთხოვნაა დაკომპლექტდეს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკომისიის მოთხოვნებს წლის ბოლომდე შეასრულებს.

„15 წელი ვერ დაველოდებით... ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია აქ და ახლა, როცა ამის შესაძლებლობა გვაქვს“, - აღნიშნა მან.

აქცია - #შინევროპისკენ პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები