13 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარია მობილიზებული. ფონდში 1 მლნ ლარი ჩარიცხა ყოფილმა დეპუტატმა შოთა შალელაშვილმაც.
ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:
• დავით ხიდაშელი, 1 მლნ 200 ათასი ლარი
• შოთა შალელაშვილი, 1 მლნ ლარი
• შპს „იმპოსტი“, 50 ათასი ლარი
• შპს ,,ზდ ნავთობის კომპანია”, 50 ათასი ლარი
• სუფთა სახლი, 30 ათასი ლარი
• შპს „ბლოქსი“, 30 ათასი ლარი
• ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, 23 ათასი ლარი
• შპს ,,უშიქონსეფთი’’, 15 ათასი ლარი
• შპს ,,ტერმინალი’’, 15 ათასი ლარი
• ჰერეთი 96, 6 ათასი ლარი
• ტესტ ჯორჯია, 5 ათასი ლარი.
StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ამ დროისთვის ფონდში შენატანები განახორციელა 3 ათას 300-ზე მეტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა.
ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

























