შოტლანდია Covid-19 ვაქცინაციის დასაწყებად ემზადება, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას Edinburghnews-ი ავრცელებს.
შოტლანდიის ჯანდაცვის მდივანმა ჯინ ფრიმენმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან დაიწყონ ვაქცინაციის პროგრამა, მას შემდეგ რაც მარეგულირებელი კანდიდატ ვაქცინებს დაამტკიცებს.
შოტლანდიის მთავრობის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ტრენინგებს მიმდინარე კვირიდან გაივლის.
შეგახსენებთ, ფარმაცევტული კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, საჭირო დოკუმენტაციას ქვეყნის მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ სააგენტოს (MHRA) ავტორიზაციისთვის, სავარაუდოდ 7 დეკემბრისთვის მიაწვდის.