შოვის კურორტის განვითარებაზე 2019 წელს უძრავი ქონების განვითარების კომპანია "სიმეტრიამ" განაცხადა. კომპანიამ 3 წლის წინ თებერვალში გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ყაზახურ ბიზნეს ჯგუფთან. "სიმეტრიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი მაშინ BM.GE - თან საუბარში განმარტავდა, რომ კურორტი შოვის განვითარებისთვის სამომავლოდ 60 მილიონამდე ინვესტიციის მოზიდვა იყო გათვალისწინებული. რას გეგმავს სიმეტრია შოვში, როგორ ხედავს დღეს ინვესტორი კურორტის განვითარების შესაძლებლობას?
სტუმარი: ირაკლი ბერეკაშვილი - დეველოპერული კომპანია „სიმეტრიას“ საინვესტიციო პროექტების მმართველი;