მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვში სტიქიით გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ - მთავრობა

რიონი
BM. GE
30.08.23 15:18
10

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. 

შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. 

"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.

აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები